სტიმი დღეს ღირებულია იმის გამო, რომ მიბმულია სოციალურ პლათფორმაზე steemit.com. ეს პლატფორმა იძლევა საშუალებას, რომ ბლოგერებმა ფული გამოიმუშავონ. პლატფორმა უნიკალურია იმით, რომ პოსტის შემქმნელი იმის მიხედვით თუ ვის და რამდენს მოეწონება ნამუშევარი მიიღებს ჯილდოთ STEEM ან SBD ტოკენებს. მოწონება ანუ UPVOTE ასევე თავის მხრივ უნიკალური ფუნქციაა, რადგან რაც მეტი სტიმია ჩატვირთული როგორც STEEM POWER კონკრეტული მომხმარებლის ანგარიშში, მით მეტია მისი UPVOTE-ის ძალა ანუ მით მეტ დოლარს მიანიჭებს მოწონებულ პოსტს.
სხვა სოც. პლათფორმები, ისეთები როგორიცაა ფეისბუკი ან ტვიტერი, ამის საშუალებას არ იძლევა. პირიქით, ანგარიშის მფლობელმა აქეთ უნდა გადაუხადოს ფული, რომ შენი შექმნილი სტატია ან გვერდი პოპულარული გახდეს.
ასე და ამგვარად:
რატომ სტიმი?
steemit-ზე თქვენ შეგიძლიათ გადაცვალოთ სტიმები სტიმის ძალაში (STEEM POWER) კურსით ერთი-ერთზე. თქვენი სტიმის ძალა, განსაზღვრავს თქვენი UPVOTE-ის ღირებულებას. მაგალითდ მე 500 სტიმის ძალა მაქვს ამ მომენტისთვის და ჩემი ერთი UPVOTE მოწონებულ პოსტს ან სტატიას მიანიჭევს 0,18 დოლარის ღირებულებას. ანუ, 500 000 სტიმის ძალა რომ მქონდეს მაშინ ერთი UPVOTE 180 დოლარის ღირებულების იქნებოდა. ხედავთ რამხელა სხვაობაა? ეს არის საკმარისად დიდი მოტივაცია, რომ მომხმარებლებმა ფული მიმართონ Steemit-ზე სტიმში ინვესტირების მეშვეობით, რადგან რაც მეტი სტიმი გვექნება მით მეტ ფულს გამოიმუშავებს იგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ - სტიმის ქონა ორმაგად მომგებიანია. რატომ? იმიტომ, რომ სტიმი შეგვიძლია ვამუშავოთ და ამავდროულად გამოვიყენოთ როგორც დაგროვების საშუალება (შედარებისთვის, ბიტკოინი დღეს-დღეობით მხოლოდ დაგროვების საშუალებაა და მეტი არაფერი)
გარდა ამ ყველაფრისა, Steem-ით ვაჭრობა ფინანსურ ბაზარზე ჩვეულებრივად ხდება და გამომდინარე იქედან, თუ რამხელაა მასზე მოთხოვნა, მისი ფასი შესაძლოა რამოდენიმეჯერ გაიზარდოს თუნდაც ორიოდ წლის განმავლობაში
ასევე, თუ მოგინდებათ სტიმის ძალა ისევ სტიმებად გადმოაკონვერტიროთ steemit პლათფორმაზე, (ე.წ Power Down) ამისათვის 3 თვეა საჭირო მოთხოვნის მომენტიდან. ეს უკანასკნელი დემოტივაციას ახდენს და უბიძგებს ხალხს იმისკენ, რომ ფული დატოვონ Steemit-ზე და ამუშავონ როგორც სტიმის ძალა, საიდანაც საკმაოდ სოლიდური ყოველთვიური შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი (დაახლოებით ის ვარიანტია, რომ ვიყიდოთ უძრავი ქონება და გავაქირავოთ) ხო მართლა, სტიმის ძალის გაქირავებაც თავისუფლად არის შესაძლებელი. მოკლედ ძალიან მოქნილი პლატფორმაა და ჯერ კიდევ beta რეჟიმში მუშაობს.
სტიმის ფასი
დღეისათვის Steemit-ზე დაახლოებით 600 000 მომხმარებელია რეგისტრირებული და დაახლოებით 15 000 მომხმარებელი აქედან ყოველდღიურა აქტიურია. წარმოიდგინეთ სადამდე შეიძლება მივიდეს საქმე, ეს პლათფორმა ისეთივე პოპულარული რომ გახდეს როგორც Facebook ან Twitter.
ჯერ კიდევ 3 თვის წინ, მომხმარებლების ჯამური რაოდენობა იყო 400 000. ეს ნიშნავს, რომ მათი რიცხვი 3 თვეში 50%-ით არის გაზრდილი. ასეთი ტემპის არსებობის გათვალისწინებით, მომხმარებელთა რიცხვი შესაძლოა რამოდენიმე მილიონზე ავიდეს ძალიან მოკლე პერიოდში. გრძელვადიან პერსპექტივაში (5 წელი და მეტი) მომხმარებლების რიცხვი შესაძლოა ასობით მილიონი იყოს. მე ვიტყოდი, რომ შესაძლო კი არა, აუცილებლად იქნება.
დასკვნა
ეკონომიკის მარტივი წესია - რაც მეტია მოთხოვნა, მით მეტია ფასი. სტიმზე მოთხვონა, მომხმარებლების ზრდასთან ერთად გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება მისი ფასიც. ყველას მოუნდება, რომ თავის ანგარიშზე გარკვეული რაოდენობის სტიმი ჩატვირთოს, რათა შემოსავლის წყარო შეიქმნას. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე, სტიმი რეალურად მუშა ვალუტაა, რადგან საკუთარი სოციალური ქსელი აქვს სადაც "ფული კეთდება". ეს ყველაფერი მარტივ ლოგიკამდე მიდის: სტიმი არის ინვესტირებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კრიპტოვალუტა. შესაძლოა საუკეთესო საუკეთესოთა შორის.
კარგად არგუმენტირებულია. მეც ვეთანხმები. წესით მოთხოვნის პრობლემა სტიმს არ უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ 2-3 წელიწადში სტაბილური იქნება. ის, რომ 1500 დოლარი გახდება სტიმის ფასი ეს გადაჭარბებული მგონია, მაგრამ რამოდენიმე ათეულ დოლარს ალბათ მიაღწევს 2020-ისთვის.
Downvoting a post can decrease pending rewards and make it less visible. Common reasons:
Submit
ოოოო, მელანო მელანო. არ შემიძლია არ დაგეთანხმო ამ ყველაფერში. უბრალოდ ერთს დავამატებ: სტიმიტზე ფულის გამომუშაებას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მიაქვს. უხარისხო ბლოგერს აქ დაფასება არ ექნება, ხარისხი კი დროს და ენერგიას მოითხოვს. ასე, რომ მშრომელებო წინ!
Downvoting a post can decrease pending rewards and make it less visible. Common reasons:
Submit
what's write?
Downvoting a post can decrease pending rewards and make it less visible. Common reasons:
Submit
This is a Georgian article where I wrote why STEEM is one of the best alternatives for cryptoinvesting.
Downvoting a post can decrease pending rewards and make it less visible. Common reasons:
Submit
you need to understand Georgian to read this. Did you see the tag #ge, it stands for Georgian.
Downvoting a post can decrease pending rewards and make it less visible. Common reasons:
Submit
As a follower of @followforupvotes this post has been randomly selected and upvoted! Enjoy your upvote and have a great day!
Downvoting a post can decrease pending rewards and make it less visible. Common reasons:
Submit
გამარჯობა ქართველებო :)
გეთანხმებით და მეც მგონია რომ სთიმის ფასი აიწევს, თუმცა გასათვალისწინებელია წელიწადში 100% ინფლაცია.
იმედი მაქვს არსებულ პრობლემებს მოაგვარებს პატფორმა: სპამი, ბოტები და ზოგადად ალგორითმზე მორგება
ჩემი 0.01 upvote სტატიას :) იმედი მაქვს მალე მეც ჯანიანი გავხდები!
Downvoting a post can decrease pending rewards and make it less visible. Common reasons:
Submit
სასიამოვნოა კიდევ ერთი ქართველი. მართალია გვიან გწერ, მაგრამ მაინც. ისე რატომ აღარ ჩანხარ?
Downvoting a post can decrease pending rewards and make it less visible. Common reasons:
Submit