მოგესალმებით ყველას, უკვე წელიწადი ხდება რაც აღმოვაჩინეთ ეს პლატფორმა, ვაკვირდებით და მოგვწონს! Beard.ge-ში სიახლეები გვიყვარს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ Steemit-ზე ბლოგი აუცილებლად უნდა გვქონდეს. ერთის მხრივ ბლოგით შეიტყობთ ჩვენი კომპანიის შესახებ სიახლეებს , მეორეს მხრივ Steemit-ს გავაცნობთ ჩენს მომხმარებელს რაც Steemit-ზე ქართველი მომხმარებლის რაოდენობას გაზრდის.
რა არის Beard.ge?
Beard.ge ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, მაღალი ხარისხის წვერის და თმის მოვლის საშუალებებს + ხარისხიან სერვისს, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძალიან იშვიათია.
ჩვენთან წარმოდგენილია მსოფლიოში სახელგანთქმული და საუკუნეზე დიდი გამოცდილების მქონე ბრენდების პროდუქცია, მაგალითად: Dovo (Solingen, Germany), Merkur (Solingen, Germany), Azbane (Morocco), Kent Brushes (UK), Lockhart's (US), Proraso (Italy), Reuzel (NL), Dr. Squatch (US), BeardSki (US), Parker (IN), Beard.ge არის ჩამოთვლილი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
2017 წელს დავიწყეთ მაღალი ხარისხის პროდუქციის საქართველოში წარმოება, ხარისხს განაპირობებს სწორი ფორმულირება და ნედლეულის უმაღლესი ხარისხი, ყველა გამოყენებული ინგრედიენტი არის EP (European Pharmacopoeia) ან USP (United States Pharmacopeia) სტანდარტის და სერთიფიკატის მქონე. ძალიან გვიხარია რომ ჩვენი პროდუქცია უკვე გავიდა ქვეყნის გარეთ, ამ ეტაპზე ექსპორტი გაკეთდა აზერბაიჯანში, ყატარში, და ირანში.
ჩვენი პროდუქციის სანახავად დააჭირეთ აქ და ეწვიეთ ჩენს ონლაინ მაღაზიას
Beard.ge -ს პროდუქცია ონლაინ მაღაზიის გარდა ხელმისაწვდომია თბილისის მოლებში და ცნობილ სადალაქოებში, ზუსტი მისამართები იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე.
ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების სიიდან გამომდინარე მიხვდებოდით რომ ხარისხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა რომ საქართველოში მოვიდა დრო სერვისის ხარისხის ამაღლების, კომუნისტურ/რუსული მიდგომების გადაშენების, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების, მომხმარებელთან გულახდილი ურთიერთობის და პასუხისმგებლობის არ არიდების!
მომხმარებელს ვექცევით ოჯახის წევრებივით და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს ყველამ თავი, რასაც ადასტურებს ჩვენი თანხის უკან დაბრუნების სერვისი. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეძენილი პროდუქტი დააბრუნოს და მიიღოს გადახდილი თანხა ყოველგვარი ზედემტი კითხვის გარეშე.
Beard.ge-ზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასები უფრო ნაკლებია ვიდრე სხვა ქვეყნებში, რისი გადამოწმებაც მარტივი google ძიებით არის შესაძლებელი. Beard.ge 100% გამჭვირვალეა, ნებისმიერ პროდუქტის თუ სერვისის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ექვემდებარება გადამოწმებას. დიდი იმედი გვაქვს რომ დროთა განმავლობაში ქართველი მომხმარებელი გახდება უფრო მომთხოვნი, შედეგად არაკეთილსინდისიერი კომპანიები ვეღარ შეძლებენ მომხმარებლის მოტყუებას, პროდქციის წარმომავლობის დამალვას ან ხარისხის შესახებ ინფორმაციის გაყალბებას, რაც თავისთავად აამაღლებს ჩვენს ქვეყანაში სერვისის ხარისხს.
გვჯერა, რომ Steemit უახლოეს მომავალში გაცილებით ძლირი პლატფორმა იქნება, უამრავი ქართველი მომხმარებელი ეყოლება და ჩვენც მათთან ერთად შევქმნით ხარისხიან მასალას, გადავდგამთ დიდ ნაბიჯებს უკეთესობისკენ!
WARNING - The message you received from @rony08 is a CONFIRMED SCAM!
DO NOT FOLLOW any instruction and DO NOT CLICK on any link in the comment!
For more information, read this post:
https://steemit.com/steemit/@arcange/phishing-site-reported-upperwhale
Please consider to upvote this warning if you find my work to protect you and the platform valuable. Your support is welcome!
Downvoting a post can decrease pending rewards and make it less visible. Common reasons:
Submit
Congratulations @beard.georgia! You received a personal award!
Click here to view your Board
Downvoting a post can decrease pending rewards and make it less visible. Common reasons:
Submit
Congratulations @beard.georgia! You received a personal award!
You can view your badges on your Steem Board and compare to others on the Steem Ranking
Vote for @Steemitboard as a witness to get one more award and increased upvotes!
Downvoting a post can decrease pending rewards and make it less visible. Common reasons:
Submit