ნუშები ფიფქებად დაგათოვს
და აპრილი სიმღერას დაგაძალებს,
მე შენი ღიმილი დამათრობს და
იის სურნელებას დავაბრალებ!
მზე გულს დაგებნევა ნეტარებით
და აღარ მოგაკლებს სხივთა ალერსს...
თავბრუს დამახვევენ ეგ თვალები
და ვარდების სუნთქვას დავაბრალებ...
გრძნობა ვულკანივით ამოხეთქავს
და კვლავ წაგიკიდებს ცეცხლის ალებს,
დამხანძრავს შენი გამოხედვა
და ატმის ყვავილებს დავაბრალებ!..
მოგნახავს ფიქრები და ოცნება,
მოგიტანს სიყვარულით დანაბარებს,
და გული შენი თუ გაოცდება
ყველაფერს გაზაფხულს დავაბრალებ!