RE: All Colors Of Georgia

You are viewing a single comment's thread from:

All Colors Of Georgia

in travel •  7 years ago 

როცა რომ გიცქერ რას ვხედავ იცი?
ჯირითს მინდორში რაშის და კვიცის,
აკვანში ჩაკრულ უმანკო ღიმილს,
დოქიდან ჯამში გადმოღვრას ღვინის,

ცრემლებს მტევანზე ციმციმა ნამის,
თავწაკრულ ჭურებს გრილი მარანის,
ვარსკლავ-მანდილით შემოსილ მთვარეს,
მის ფეხთ დაჩოქილ შავჩოხა ღამეს,

შავ დროშად ღრუბელს მიკრულ ირაოს,
ცაზე რომ თეთრად მტრედი ყირაობს,
კლდეზე ყავისფრად წამომჯდარ არწივს...
წვიმას ბაგეზე ნაზად რომ გაწვიმს...

და როცა გისმენ რა მესმის იცი?
ქართულად თქმული დედაზე ფიცი!
გრძნობების ფეთქვა გულთა წიაღში
სანდრის და ნინოს- წინანდლის ბაღში,

როგორ შესტირის მგოსანი მერის,
შოთა დედოფალს როგორ უმღერის,
ანდერძი მესმის-აკაკის თხოვნა,
ილიას ქვეყნის ბედზე გაწყრომა...

მესმის დაჭექა! შეირყა მიწა!
ცეცხლის ტკაცუნი მთისაგან მთისა,
მარაბდას შეწყდა სიმღერა ცეკვა,
განგაშად გასკდა ზარების რეკვა!

მოთქმა-გოდება! დედის ტკივილი!
დროშით ხელში რომ გორაკზე შედგა,
ცხრა შვილზე დედის გულის კივილი!
-დედის რომ შვილთა გვამებზე შედგა...

წმინდა ნინოსი მესმის ქადაგი,
მაყვლოვანს თქმული კურთხევა - ლოცვა,
მინდა შევამკო მისი ამაგი
და, ვაზის ჯვარზე მინდება კოცნა…

კელაპტრად შენზე ოცნებას დავდგამ!
სანთელად ვნებას ავანთებ გულში!
ღვთისმშობლის ხატმა და ღმერთის მადლმა -
დე გავიხარჯო ამ სიყვარულში!

Authors get paid when people like you upvote their post.
If you enjoyed what you read here, create your account today and start earning FREE STEEM!