RE: All Colors Of Georgia

You are viewing a single comment's thread from:

All Colors Of Georgia

in travel •  7 years ago 

ხილული წრეა…
მზე ბეთლემს ანთებს,
მზე ფოთლებს უთვლის თოვლისფერ ხეებს
ცივი სხივებით
და ღამენათევ
თვალებში მალავს საუკუნეებს.
ხილული წრეა…
მზე ბეთლემს ათბობს,
უძილოები თვლემენ რტოები,
არავის უნდა სიფხიზლე დათმოს
და თუთიანი ქუთუთოებით
ახელენ თვალებს...
სიმძიმე თოვლის,
წამწამებს შორის ჟონავს და წვეთავს
და ლურჯ კიპაროსს,
ნატიფს და მოვლილს,
მზე ვიდრე ფოთლებს შემოუხვეტავს,
ხეები კვლავაც არჩევენ დუმილს
და ისევ მზისგან ელიან ხმაურს,
და მათი ტანი მჟავე და უმი
სუნთქავს და სუნთქავს, რაღაც უცნაურ
ლოდინის კლიმატს.
სხივების ნემსი
ტოტებზე ტოკავს და ხეებს აცმევს
მძივების აცმას და ვიდრე მწყემსი,
ამ ხეებს უფლის გაჩენას ამცნობს,
ტოტებზე ჩიტი ბუდისკენ იგნებს
თოვლის ბილიკებს, სადაც სრულიად,
ახალგაჩენილ კვირტების შიგნით,
ჯერ უჟანგბადო გაზაფხულია.

Authors get paid when people like you upvote their post.
If you enjoyed what you read here, create your account today and start earning FREE STEEM!