მე მიყვარს როცა,
არ ველოდები
დაუკითხავად
ის მოდის ჩემთან,
მე მიყვარს როცა,
გამოიდარებს
ატმის რტოებს
ქარი ურცხვად ეალერსება..
მე ისიც მიყვარს
გზის სავალ ნაწილს
გადაღლილი რომ ჩამოვუყვები,
არ უნდა განვლო
თუმცა, მაინც გავდივარ
ღიღინ – ღიღინით..
მე მიყვარს როცა,
არ უნდა მეთქვა
მაგრამ ხანდახან ვამბობ ხმამაღლა..
თავს ვიგრძნობ კარგად
როცა სიცოცხლის ბოლოს,
გადავხედავ ჩემს მოგონებებს!
ვიღაც რომ იტყვის
ვიღაც ხომ იტყვის
ხმამაღლა,
ერთი მართალი,
მართალი კაცი
ამ ცხოვრებიდან მაინც წავიდა..
RE: All Colors Of Georgia
You are viewing a single comment's thread from:
All Colors Of Georgia