RE: All Colors Of Georgia

You are viewing a single comment's thread from:

All Colors Of Georgia

in travel •  7 years ago 

გალაქტიონის პროზა

მიმავალი საქართველო

მარხავდნენ სხვანაირი დამარხვით. პროცესია შევიდა ხეებით დაბურულ სასაფლაოში. ქვებზე ჩამომსხდარი შავებში მოსილი ქალები მუხლმოყრილნი ქვითინებდნენ და მათი ლანდები გამჭვირვალედ ეცემოდნენ ქვებს. მხურვალე ჰაერიდან ბალახებზე მისრიალებდა დიდი ფრინველის ლანდი.

  • ხეები გაზრდილან, - ჩაილაპარაკა იოველმა, - ყვავილებიც ბლომადაა. ეეჰ, რა საჭიროა ყოველივე ეს. ზედმეტია ეს სურნელოვანი ბალახებიც, ეს გვირგვინებიც ზედმეტია.

ახალგაზრდა ქალმა არაფერი უპასუხა. მის სახეზე ათამაშებული ახალგაზრდა სისხლის მოძრაობა ებრძოდა გარეგან გამომეტყველებას.

მოვიდენ სასაფლაოზე ბავშვები. მათ მოიტანეს ყვავილები.

  • შევურიგდეთ ყოველივე ამას?

  • ეს ხომ მხოლოდ კოშმარია?

  • უნდა შევურიგდეთ კოშმარს.

  • მაშ სიმართლე? სადაა სიმართლე?

  • აი სიმართლე, - მიუთითა ქალმა მიცვალებულისაკენ.

  • კარგი სიმართლე კია.

  • ეხლა არავის აშინებს ასეთი სიმართლე, - მხრების აწევით სთქვა ქალმა და შავებში მოსილი ქალებისაკენ მიიხედა.

შავებში მოსილი ქალები კი ამბობდნენ:

  • ჩვენ ეკლესია გვინდა, ჩვენ წირვა-ლოცვა გვინდა.

მაგრამ ერთი ახალგაზრდა ქალი ამბობდა:

  • თქვენ შეშლილები ხართ, - არ არის ღმერთი, არ არის ანგელოზები, არავისთვის საჭირო არაა ეკლესია, გაიგეთ ეს, შეიგნეთ.

შავებში მოსილი ქალები სიბრალულის გრძნობით შესცქეროდნენ ქალს.

ქალ-ვაჟმა ერთმანეთს გადახედეს და განზე გასწიეს: ქალი ლაპარაკობდა რუსულად.

  • ილაპარაკეთ, თუ შეიძლება ქართულად, - ჩაილაპარაკა ვაჟმა.

  • ისედაც ბევრს ვლაპარაკობ. მგონი შეგაწყინე თავი.

  • კარგი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, მე ყოველთვის ცოტა მგონია.

  • რა სისულელეა. ნუთუ თქვენ შეგიძლიათ ეხლა ლაპარაკი გულდამშვიდებით? შეგიძლიათ ასეთი საუბრის მოსმენა? განა ასეთი დროა?

  • სხვაგან არა: თქვენ ყოველთვის სიამოვნებით გიგდებთ ყურს.

  • ეე, სისულელეა.

  • დაგიგდებთ ყურს მთელი დღე, მთელი ღამე, თვე, წელიწადი. ილაპარაკეთ, ოღონდ ილაპარაკეთ ქართულად (ტირის).

Authors get paid when people like you upvote their post.
If you enjoyed what you read here, create your account today and start earning FREE STEEM!